სახალხო ზეიმი „შუამთობა 2017“ გრძელდება.
სახალხო დღესასწაული შუამთობა ამჯერად მთა სარიჩაირში გაიმართა. ღონისძიებაზე უამრავმა სტუმარმა და მოიალაღემ მოიყარა თავი.
ზეიმს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. ხელმძღვანელი პირები დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და დღესასწაული მიულოცეს. სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად გაიმართა საზეიმო კონცერტი და სპორტული შეჯიბრებები.

















