ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ მოხისში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოები. აღნიშნული პროექტით ისარგებლებს სოფელ მოხისში მცხოვრები 1891 მოსახლე.
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“-ის დაკვეთით სამუშაოებს ასრულებს კომპანია ,,ბილდინგ დეველოპმენტი“.

















