ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ს/ს ,,კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და
კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“- ს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით აქცია გამართეს.
პაციენტებს საშუალებაჰქონდათ ესარგებლათ ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგის, ანგიოლოგის, ზოგადი ქირურგის, გინეკოლოგის, უროლოგის, თერაპევტისა და ექოსკოპისტისმომსახურებით. ასევე გაიცა უფასოდ მედიკამენტები და გლუკომეტრები (სისხლში შაქრის შემცველობის საზომი აპარატი) საჭიროებისამებრ. ექიმები სულ მოემსახურნენ 90 ბენეფიციარს.

















