ასოციაციამ „ერთმანეთისთვის“ ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო“ მხარდაჭერით მაღალმთიან აჭარაში
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა. პრეზენტაცია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვლევის ფარგლებში ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში გამოიკითხა 547 შეზღუდული შესაძლებლებების მქონე პირი. კვლევის მიზანია სათემო სერვისების საჭიროებების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შესაბამისი პროგრამების ინიცირებასა და იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერაა.
„კვლევა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სათემო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდის, ინკლუზიური განათლების წვდომის გაფართოების, სათემო კავშირების გაძლიერებისდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესების მიმათულებით. მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმმართველობის,საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სერვის პროვაიდერების კოორდინირებული ძალისხმევა ამ მიმართულებით” - აღნიშნა პრეზენტაციის შეჯამებისას ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურიძემ.
მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების ირგვლივ კვლევებით წარსდგენენ ასევე „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგიგელეიშვილი და ორგანიზაციის „ხელი ხელს“ დამფუძნებელი და შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე მაია შიშნიაშვილი. მათაჭარის რეგიონში სათემო ფსიქიატრიული სერვისების განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.
პროექტის პარტნიორია „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი“, რომელიც აქტიურად მუშაობს სათემო ფსიქიატრიული სერვისის განვითარებაზე, კერძოდ, ცენტრის ინიციატივითხორციელდება აქტიური (ასერტიული) სათემო ფსიქიატრიული მომსახურების მოდელის განვითარება საქართველოში.

















