საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პარლამენტს ეწვია, სადაც აგვისტოს ომის
ამსახველი ფოტოგამოფენა - „ომი ჩვენს ობიექტივში“ დაათვალიერა.
გამოფენის დამთვალიერებლებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიესალმა და ცხრა წლის წინ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ტრაგიკულ დღეებზე და ქართველი გმირების თავდადებაზე ისაუბრა.
ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია ხუთი ფოტოგრაფის - გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურცუკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილის და გლებ გორანიჩის ნამუშევრები.

















