აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აგვისტოს ომში დაღუპულ
გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა, დავით გვაძაბიამ, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

















