logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი ზაზა ფაჩულიას: მადლობა, რომ ყველა წარმატებას პირველ რიგში შენს სამშობლოს უძღვნი
პრემიერი ზაზა ფაჩულიას: მადლობა, რომ ყველა წარმატებას პირველ რიგში შენს სამშობლოს უძღვნი
06:57 08.08.2017
"ყველას გვახსოვს თამაში, ანგარიშით 129:120, რომლის შემდეგაც, ქართული დროშა აფრიალდა Golden State Warriors-ის თავზე; დიდი მადლობა ამისთვის," - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა NBA-ის ჩემპიონობა საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და Golden State Warriors-ის კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას, რომელმაც NBA-ის საჩემპიონო თასი საქართველოში ჩამოიტანა.
პრემიერმა ზაზა ფაჩულიას ყველა ქართველის სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადა იმ ძალიან დიდი სიხარულისთვის, რომელიც მან ყველას მიანიჭა.

"მინდა, კიდევ უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, რომელსაც ყველანი ვგრძნობთ შენი თითოეული წარმატების შემდეგ, როდესაც შენს ყველა წარმატებას უძღვნი პირველ რიგში შენს სამშობლოს - საქართველოს. შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ დარბაზში არიან და რომლებისთვისაც პირადი მაგალითი, რომ ყველაზე კონკურენტული ლიგის ჩემპიონობა ქართველისთვის შესაძლებელია, რეალობა გახდა. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა უდიდესი შრომა, მიზანმიმართულობა და მიზანსწრაფულობა და ამას წინ უძღოდა ჩვენს მიერ გატეხილი არაერთი ღამე შენი წარმატების მოლოდინში. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადო", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ზაზა ფაჩულიას.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს და ნაკრების წევრებს წარმატებები უსურვა "ევრობასკეტზე".

"საქართველო არის ახალი წარმატებების მოლოდინში, წარმატებებისა ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში და რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების წარმატების მოლოდინში "ევრობასკეტზე", სადაც ზაზა არის ისევ კაპიტანი და სადაც, ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მივაღწევთ. მინდა, ჩვენს ბიჭებს, ჩვენს ნაკრებს დიდი წარმატება ვუსურვო ზაზასთან ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ უდიდესი სიხარულისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სპორტის სასახლეში, სადაც ზაზა ფაჩულიამ ქართველ გულშემატკივარს დღეს NBA-ის საჩემპიონო თასი წარუდგინა.

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც NBA-ის საჩემპიონო თასს მასპინძლობს - Golden State Warriors-ის ბაზა თასმა წელს პირველად დატოვა.

ღონისძიებას ზაზა ფაჩულიას გულშემატკივრები, მეგობრები, მხარდამჭერები, მწვრთნელები და ვეტერანი კალათბურთელები დაესწრნენ. გაიმართა საკალათბურთო შოუ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა