დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა სოფელ გლდანის (ნაწილობრივ) და გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), უშანგი ჩხეიძის, უზნაძის და მარჯანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლები.

















