logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კურორტ გოდერძზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება
კურორტ გოდერძზე ოთხი ახალი სასტუმრო აშენდება
14:09 07.08.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ გოდერძზე დღეს ოთხი ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სასტუმროების საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. საფუძვლის ჩაყრის ცერემონიამდე მოწვეულ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დეგეგმილი ღონისძიებების შესახებ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოში რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და აჭარაში დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ისაუბრა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, რის შემდეგაც გაიმართა კურორტ გოდერძზე ახალი სასტუმროების და უკვე მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით კურორტ „გოდერძიზე“ საძირკველი ჩაეყარა შემდეგ ობიექტებს:
1. სასტუმრო “GOLDMINE”, რომლისთვისაც 100 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განცორციელდება. 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობაზე არანაკლებ 50 ადგილობრივი დასაქმდება. მშენებლობის პროცესი 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორნები, კაფეები, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი და საკონფერენციო დარბაზი.
2. GSP GROUP - 10 4-ნომრიანი კოტეჯი, ორსართულიანი შენობა აიგება. პროექტისთვის 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 30 ადგილობრივი. კომპლექსის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება. შენობებში განთავსდება რესტორნები და კაფეები.
3. 45 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი “MOUNTAIN SKY”-სთვის 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება 20 ადგილობრივი. მშენებლობის პროცესი 2019 წლისთვის დასრულდება. სასტუმროში განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.
4. 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის “ირეპალასი“ მშენებლობისთვის 2 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. დასაქმდება დაახლოებით 15 ადგილობრივი. მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. განთავსდება რესტორანი, კაფე, საკონფერენციო დარბაზი და ფიტნეს ცენტრი.
საერთო ჯამში, კურორტ „გოდერძიზე“ 6 პროექტის განხორციელებისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. შედეგად შეიქმნება 435 ახალი განთავსებისა და 500 სამუშაო ადგილი.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურორტ „გოდერძიზე“ ასევე დაათვალიერა სასტუმროების „მეტრო ატლას ჯორჯია“ და „ალიანსი რიზორტის“ სამშენებლო სამუშაოები.
გარდა ამისა, გოდერძის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არაერთი პროექტი ხორციელდება. დაიწყო 1761 მეტრი სიგრძის შიდა საკურორტო გზის მოწყობა და გამოცხადდა თხილამურების და სწრაფი კვების ობიექტების პროექტის ტენდერი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა