საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი
ფოტოგამოფენა - „ომი ჩვენს ობიექტივში“ გაიმართება.
გამოფენაზე, რომელიც აგვისტოს ომის 9 წლისთავს ეძღვნება, წარმოდგენილი იქნება ფოტორეპორტიორების - გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ივანე შლამოვი, ნოდარ ცხვირაშვილი და გლებ გორანიჩის ფოტოები.
გამოფენაზე, რომელიც 11:00 საათზე გაიხსნება, დასწრება თავისუფალია.

















