logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი გაშენდება
ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი გაშენდება
10:19 07.08.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხულოს ალპური ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენების სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მომზადებულია არსებული ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუქა. დამუშავებულია ტერიტორიის ზონირების ინფრასტრუქტურული და საინჟინრო რუქები. ასევე მომზადდა და დამტკიცებულია ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი. მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდა ტერიტორიის შემოღობვის სამშენებლო სამუშაოები.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ალპური ბოტანიკური ბაღით საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაინტერესდა. ორგანიზაცია "მერსი ქორფსი"-ის დაფინანსებით შეძენილია სამშენებლო პროექტი, რომელიც ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრის, ბილეთების გასაყიდი ჯიხურის, საპირფარეშოების, სეპტიკების, ავტოსადგომის, მეფუტკრის სახლის და ტერიტორიის შემოღობვის მშენებლობას მოიცავს.
გოდერძის ალპური ბაღის დაფუძნების მიზნით 2016 წელს ა(ა)-იპ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადასცა ხულოს რაიონში კურორტ ბეშუმში მდებარე 96 344,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ამავე წელს "აჭარისწყალი ჯორჯია"-სა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ალპურ ბაღში რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად 100,000 აშშ დოლარით კომპანიამ დააფინანსა სამუშაოები. თანხის ჩარიცხვა 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს ავტოსადგომის საპირფარეშოების, სეპტიკების და კანალიზაციის, ბილეთების გასაყიდი ჯიხურის სამშენებლო სამუშაოები. შემდეგ ეტაპზე მიმდინარე წელს დაგეგმილია მეფუტკრის სახლისა და ხის სახლის მშენებლობა, რაზედაც გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი. ამავდროულად მიმდინარეობს წყაროს, საპიკნიკე სივრცის, გზების და ბილიკების მოწყობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა