ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობას დღეს გელოვანის გამზირზე საზეიმო ვითარებაში
საფუძველი ჩაეყრება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან ზაზა ფაჩულია, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და კომპანია გალფის მენეჯმენტი.
ღონისძიება 10:30 საათზე გაიმართება.

















