შავთელის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 3 მუშა დაშავდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, დაზარალებულები სასწრაფო
დახმარების ბრიგადებმა თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მაშველების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი ავარიული იყო და მისი დემონტაჟი მიმდინარეობდა. მათივე თქმით, ნგრევაც სავარაუდოდ შენობის სიძველემ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე რჩებიან სამაშველო ბრიგადები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ნგრევის მიზეზები დგინდება.

















