logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 იაპონურმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ საქართველოს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ სტატია გამოაქვეყნა
იაპონურმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ საქართველოს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ სტატია გამოაქვეყნა
12:58 04.08.2017
ცნობილი იაპონური ტრანსნაციონალური კომპანია NEC Corporation, რომელიც მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ NEC Corporation-მა, შპს „კაპიტალ სისტემს“-თან თანამშრომლობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახის ამოცნობის მოწინავე სამეთვალყურეო სისტემის მიწოდება უზრუნველყო.

სტატიის თანახმად, აღნიშნული სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში, თბილისსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ამოქმედდა. პროგრამის გააქტიურება, საწყის ეტაპზე, 400 ვიდეოსამეთვალყურეო კამერაზე იგეგმება.

სისტემა იყენებს რეალურ დროში ვიდეოს სახის ამოცნობის პროგრამულ უზრუნველყოფას - NeoFace � Watch-ს, რომელიც მსოფლიოში ამოცნობის ყველაზე მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. პროგრამა კამერებით დაფიქსირებულ სურათებს ეჭვმიტანილების და სისტემაში დარეგისტრირებული სხვა პირების სურათებთან ადარებს, რაც საშუალებას იძლევა, სწრაფად და ზუსტად მოხდეს პირების იდენტიფიცირება.

აღნიშნული სისტემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში დაინერგა, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესება. საქართველო ასევე გეგმავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამატებით ათასობით კამერის დამონტაჟებას.

„სახის ამოცნობის ტექნოლოგიით გაუმჯობესებული სათვალთვალო სისტემების შეთავაზებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ დანაშაულის პროაქტიულ პრევენციას და სისხლის სამართლის საქმეების ეფექტურ გამოძიებას. NEC-ი ყოველთვის ცდილობს საზოგადოების უზრუნველყოფას ტექნოლოგიის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ სახის ამოცნობის ახალი ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზებას როგორც საქართველოსათვის, ასევე, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის,“- განაცხადა NEC-ის ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მმართველმა დირექტორმა ტომოკი ნაკამ.

აღსანიშნავია, რომ NEC-ის ვიდეოსახის ამოცნობის პროგრამულმა უზრუნველყოფამ ამერიკის სტანდარტებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (NIST) ტესტში პირველი ადგილი დაიკავა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა