ქარელში 10 ქუჩის რეაბილიტაციისა და ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის შედეგად განხორციელდება 3,7 კმ. გზის ასფალტირება.
აღნიშნული სამუშაოებისათვის საქართველოს რეგიონალური პროექტების ფინდიდან გამოყოფილ იქნა თანხა 968 000 ლარი. სამუშაოებს ამხანაგობა ,,განთიადი“ ასრულებს.

















