დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, დიდი ლილოს დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის, ქიზიყის, ცოტნე დადიანის და პეტრიწის, ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას პურის მოედნის, ღვინის ჩიხის, ტყავის ჩიხის, კოტე აფხაზის, გრიგოლ ხანძთელის, საიათნოვას, იერუსალიმის, აბოვიანის, გორგასლის, ჩიქობავას, ტერენტი გრანელის, კოტე ხიმშიაშვილის, გოცირიძის, ქვლივიძის, წინამძღვრიშვილის, ცაბაძის (ნაწილობრივ), მამრაძის, ზაზიშვილის, გროზნოს, ქინქლაძის, ხათუნა დონდუას, 9 ძმის, ყვარლის, ტოლენჯის, რატილის, წალენჯიხის, ამირეჯიბის, გეზათის, ტვიშის, მესხეთის, მთისძირის, უშაკოვის, ქვის სახლის, ახალუბნის, ფშავის, კვალეთის, გედევანიშვილის, ახალუბნის, ნაქერალას და ჩიტაიას ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის და თოფურიას ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე კახეთის გზატკეცილის, ლოჭინის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის, 10 საათიდან 13 საათამდე თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და წინამძღვრიშვილის ქუჩის,
10 საათიდან 15 საათამდე ფურცელაძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის და ტელეგრაფის ქუჩების, 11:30 საათიდან 18 საათამდე იპოლიტოვ-ივანოვის ჩიხის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, რომან ჭელიძის, დავით სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ევგენი ხარაძის, ქერჩის, შეშელიძის, ხიზამბარელის და ილორის ქუჩების, 11 საათიდან 13 საათამდე გლდანის მასივის V მიკრორაიონის, ხოლო
11:30 საათიდან 18 საათამდე რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

















