საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოველში დღეს ილიაობის დღესასწაულთან
დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
როგორც პატრარქმა ბრძანა, დრეს საარველოში უფლის მადლი და წყალობა სუფევს.
„მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ერმა და ეკლესიამ, მაგრამ ძალა ღვთისა იყო ყველაზე ძლიერი. მადლი და წყალობა ღვთისა დღეს სუფევს საქართველოში. ყველას გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღეს“- ბრძანა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სრულიად მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ელია წინასწარმეტყველისა და ილია მართლის ხსენების დღეს ზეიმობს.

















