ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, უსაფრთხო სკოლის თემატიკაზე აშშ-ს სკოლის მანდატურთა
ეროვნული ასოციაციის „NASRO“ -ს რიგით 27-ე კონფერენცია ჩატარდა, სადაც ოფიციალური მიწვევით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
კონფერენციას სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი მო კენედი უძღვებოდა, რომელმაც საქართველოს და სკოლის მანდატურის სამსახურს თანამშრომლობისთვის და კონფერენციაში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა გაფართოებული და მნიშვნელოვანი ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც განხილული იქნა არსებული და მიმდინარე პროექტები. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების და „NASRO“-ს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთათვის გადამზადების ტრენინგების საკითხები.
კონფერენციას ესწრებოდა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის "NASRO" წევრები და სხვადასხვა ქვეყნის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები.

















