ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე დარბაზში მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აჭარის ა.რ. მთავრობის, დასუფთავების საზოგადოებრივი მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების და ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის გზით მყარი ნარჩენების მართვის სფეროში წინასწარი კვლევის ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა ხულოს მუნიციპალიტეტში, მყარი ნარჩენების მართვის კუთხით არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები დაისახა. შეხვედრას გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე ესწრებოდნენ.

















