logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პეტრას ციხის ტერიტორიაზე უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს
პეტრას ციხის ტერიტორიაზე უნიკალური არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინეს
15:13 01.08.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პეტრას ციხის ახალ აღმოჩენებს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად არქეოლოგიური გათხრების ადგილზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში და სხვა ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ. სოფელ ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე უძველესი საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო და შრომის იარაღები სულ რამდენიმე დღის წინ მორიგი არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.

აღმოჩენილია რკინის საბრძოლო ცულები, სატევრები, შუბისპირები, ისრისპირები, მუზარადი, ჯაჭვის პერანგისა და ფარის ნაშთები, მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმი და განძი (95 ვერცხლის მონეტა). აქვე აღმოჩნდა ადამიანის დამწვარი ძვლების ფრაგმენტები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მებრძოლები ციხის დაცვას შეეწირნენ. კოშკის დაწვისა და დანგრევის შემდეგ, მისი აღდგენა არავის უცდია. ამის გამო უცვლელად იქნა შემონახული პეტრას ციხეზე VI საუკუნეში წარმოებული ბრძოლის შედეგები.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები 2 წელია მიმდინარეობს. მიმდინარე წელს არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად სოფელ ციხისძირში მდებარე ისტორიულ ციხე-ქალაქში სხვა უნიკალური მასალებიც იქნა აღმოჩენილი. როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ, კოშკი, რომლის არქეოლოგიური შესწავლა მოხდა, დაიწვა და დაინგრა ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოებული ბრძოლის დროს, როცა ბიზანტია და ირანი ეგრისისათვის ერთმანეთს ეცილებოდნენაჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ასლანიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს პეტრას ციხე-ქალაქის ტერიტორიის განვითარების გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ციხის მიმდებარედ ვიზიტორთა ცენტრი და სხვა ტურისტული სივრცეები აშენდება. 2 მილიონიანი პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება. მიმდინარე წელს აღნიშნული სამუშაოებისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა