ცაგერის მუნიციპალიტეტის ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლე 16 წლის ივანე მერცი ძალისმიერ
სპორტში ჭაბუკთა შორის ძალიან წარმატებულია. ის არის არის საქართველოს ჩემპიონი, შავი ზღვის ქვეყნების ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონატის II - პრიზიორი. სპორტის სახეობა კომპიუტერის მეშვეობით შეისწავლა, ვარჯიშობს ინდივიდუალურად მწვრთნელის გარეშე. ივანე მერცს შეხვდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი რევაზ ბენიძე, რომელმაც მიულოცა ჭაბუკ სპორტსმენს წარმატება და დახმარებას დაპირდა.

















