დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვაჟა-ფშაველას III და VII კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ქებურიას, ქიზიყის, ხვედელიანის, ნუცუბიძის, მარგიანის, ცოტნე დადიანის, კავთისხევის, მახინჯაურის, ურიდიას, ქებურიას, სტურუას, მახალდიანის, კიკნაძის, ჩხიკვაძის, დეპოს, საყვირის, კოხრეიძის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, ლებანიძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების, 11 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის III მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის, 11:30 საათიდან 18 საათამდე გლდანის მასივის I, IIIა, V მიკრორაიონების და ნანეიშვილის ქუჩის, 10 საათიდან 13 საათამდე გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების და სარაჯიშვილის ქუჩის, ხოლო
10:30 საათიდან 18 საათამდე ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, სამგორის დასახლების, ლაღიძის ჩიხის, წულუკიძის და 17 შინდისელი გმირის ქუჩების მაცხოვრებლები.

















