logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო
გიორგი გახარია სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას დაესწრო
11:54 29.07.2017
თბილისში, სოფელ დიღომში საფუძველიჩაეყარა სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა პირველი სარეაბილიტაციო-სასტუმრო ცენტრის მშენებლობას, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია დაესწრო.სოციალური პროექტის ინიციატორი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდია. სარეაბილიტაციო სახლის ასაშენებლად საჭირო ტერიტორია ფონდს 2015 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადასცა.
„უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, იყო დღეს აქ და ემოციურად მიიღო მონაწილეობა იმ ყველაფერში, რაც ხდება. ეს არის ინიციატივა, რომელიც ეძღვნება სიცოცხლეს და სწორედ ბავშვების რეაბილიტაცია არის საერთო გამარჯვების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მინდა წარმატებები გისურვოთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ბედნიერი სახლის“ მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებლის, თინათინ ჩხვიმიანის განცხადებით,ეს იქნება საქართველოში პირველი სახლი, სადაც სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები, სრულიად უფასოდ, სარეაბილიტაციო მზრუნველობის მომსახურებას მიიღებენ.
მისივე განცხადებით, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის სარეაბილიტაციოსასტუმრო-სახლის აშენების იდეა 2011 წელს „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ გამოცდილებით, ონკოცენტრის ბავშვთა განყოფილების პაციენტების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგად გაჩნდა. „ამ იდეას ფრთა შეესხა 2015 წელს, როდესაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სოფელ დიღმის ტერიტორიაზე 6500 კვ.მ ფართობი გადმოგვცა სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლის ასაშენებლად. ეს სახლი ერთდროულად 20 ბავშვს და მშობელს 24 საათიან მომსახურებას გაუწევს. აქ იქნება ასევე დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში მიიღებენ საჭირო მომსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ბედნიერი სახლის“ სასწავლო-სარეაბილიტაციო სახელოსნოებში იქნება სწავლა და შრომა, რაც საწინდარია იმისა, რომ სოციალურად დაუცველი მშობლები დასაქმდებიან, გამოჯანმრთელებული ბავშვები კი დამატებით უნარებს შეიძენენ“ - აღნიშნა თინათინ ჩხვიმიანმა.
შენობის საძირკველში კაფსულის ჩადების სიმბოლური ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს მთავრობის წევრებმა ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარების ნამუშევრები დაათვალიერეს, რის შემდეგაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დალოცვის ტექსტი წაიკითხა და შენობის საძირკველი აკურთხა. სასულიერო პირებთან და მინისტრებთან ერთად ღონისძიებას პარლამენტის წევრები,ასევე დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესსექტორისა და სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა