logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე ქობულეთში სოფელ საჩინოს მოსახლეობას შეხვდა
ზურაბ პატარაძე ქობულეთში სოფელ საჩინოს მოსახლეობას შეხვდა
16:41 28.07.2017
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაცნობის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯომარე ზურაბ პატარაძე სოფელ საჩინოს მოსახლეობას შეხვდა. რეგიონის პირველ პირთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, უმაღლესი საბჭოს წევრები გიორგი მანველიძე და ვახტანგ წულაძე ესწრებოდნენ.

რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და წყალსადენი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი გრძელვადიანია და ეტაპობრივად ხორციელდება. პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო და 2018 წელში დასრულდება. საჩინოში წყალსადენი სისტემის მოწყობისთვის ჯამში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ახალ ქსელში 1000-მდე აბონენტი ჩაერთვება. აგვისტოდან დაიწყება საჩინო-გორჯელაძეების მიმართულებით 1 600 მეტრიანი მონაკვეთის ასფალტირება, ასევე დაწყებულია შიდა გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა.

წელს საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზებზე ჯამში 680 მ3 ბეტონის საფარი მოეწყობა. ასევე, საჩინო-დივითის მიმართულებით მიმდინარეობს 18 მ სიგრძის ფერდსამაგრი კედლის მოწყობა. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში გასულ წელს საჩინოსა და ზ. აჭყვაში მოეწყო სათავე ნაგებობა და ცენტრალური მაგისტრალი, წელს მოხდა შიდა ქსელის მოწყობა და მიმდინარეობს აბონენტთა გამრიცხველიანობა. 2018 წელს კი ქვ. აჭყვაში მოხდება ახალი წყალსადენი სისტემის მოწყობა.

საჩინოს ადმინისტრციულ ერთეულში წელს გაზსადენის ქსელი მოეწყო სოფელ საჩინოში. მოხდა 175 აბონენტის გაზიფიკაცია. აგვისტოდან დაიწყება ქვ. აჭყვას გაზიფიკაცია. პროექტი 350 აბონენტის გაზიფიკაციას ითვალისწინებს, ხოლო ზ. აჭყვაში გაზსადენი ქსელი 2018 წელში მოეწყობა. საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ისევ აქტუალური რჩება გაზიფიკაციისა და წყალმომარაგების საკითხები, რა მიმართულებითაც აჭარის მთავრობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ასევე აქტუალურია საბავშვო ბაღის შენობის თემა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფლის მცხოვრებლებს დაპირდა, არსებულ შენობას ჩაუტარდება დროებითი სამუშაოები, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული იქნება ახალი თანამედროვე სტანდარტის ბაღის მშენებლობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა