logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქობულეთში ცეცხლაური-ჯიხანჯურის დამაკავშირებელი გზა მოასფალტდა
ქობულეთში ცეცხლაური-ჯიხანჯურის დამაკავშირებელი გზა მოასფალტდა
15:57 28.07.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცეცხლაური-ჯიხანჯურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ასფალტის საფარი 3 კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგო, გარდა ამისა, ცეცხლაური-ჯიხანჯურის მიმართულებით ამ ეტაპზე მოწყობილია 1444 გრძ.მ. ბეტონის არხი, ასევე 52 გრ.მეტრის საყრდენი კედლები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “სამკუთხედი” ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 098 878 ლარს შეადგენს.

აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯამში 35, 254 კმ ასფალტობეტონის საფარი, ასევე 21,000 კმ. ბეტონის საფარის მოწყობაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაგეგმილია 5 ახალი ხიდის მშენებლობა და 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია, 44 ერთეული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-მოწყობა. სულ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურურული პროექტებისათვის 13 335 901 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

მთავრობის თავმჯდომარე საგზაო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ ჯიხანჯურის ცენტრში შეკრებულ მოსახლეობას შეხვდა. ზურაბ პატარაძემ მათ უკვე განხორციელებულპროექტებზე ესაუბრა, რომელიც გასულ წელს ცეცხლაური-ჯიხანჯურის მოსახლეობის მოთხოვნით დაიგეგმა. მისი თქმით, ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური გაზსადენი მილების გაყვანა, შემდეგ ეტაპზე კი მოხდება სოფლების დაქსელვა.

„როგორც ხედავთ დაპირება გზის დაგებასთან დაკავშირებით, რომელიც წინასაარჩევნოდ მიეცა მოსახლეობას, შესრულებულია. დღეს ცეცხლაური-ჯიხანჯურის მიმართულებით 3 კილომეტრზე თანამედროვე, მოასფალტებული გზის სამუშაოები დასრულდება, ასევე ოჩხამურის ადმინისტრაციულ ცენტრს მიმდებარე სოფლებით სულ მალე ექნებათ გაზი“ - აღნიშნა ჯიხანჯურის მოსახლეობასთან შეხვედრისას თავმჯდომარემ.

რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძესთან ერთად მოისმინა იმ პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, რომელიც ადგილობრივებს გააჩნიათ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა