logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი კასპის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
ლევან დავითაშვილი კასპის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
10:15 28.07.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორ კახა სამხარაძესთან, კასპის გამგებელ გოჩა გოჩიტაშვილთან და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და რაიონში არსებულ მთავარ გამოწვევებზე დასმულ კითხვებს უპასუხა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავარ გამოწვევად რაიონში აგროდაზღვევის სისტემა, მოსავლის სარეალიზაციო ბაზრები, მცენარეთა მოვლის საშუალებების ხარისხი და სარწყავი წყლის მიწოდება რჩება. მინისტრის განცხადებით, 2012 წლამდე საქართველოს მასშტაბით 40 ათასი ჰა სარწყავიანდებოდა, ამ ეტაპისთვის კი ეს ციფრი 3-ჯერ გაიზარდა და 110 ათას ჰექტრამდეა შესაძლებელი სარწყავი წყლით სარგებლობა. დაგეგმილია პროექტები და მელიორაციისა და ირიგაციის ახალი სტრატეგიის თანახმად, 2020 წლამდე უკვე 200 ათასი ჰა იქნება წყალუზრუნველყოფილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა მცენარეთა მოვლის საშუალებების რეალიზაციის მოწესრიგების კუთხით, ახლო მომავალში კი უკვე შესაძლებელი იქნება ბაზარზე ხარისხიანი საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფა, რომელიც ხარისხიანი მოსავლის გარანტიაა. ასევე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აგროდაზღვევის სისტემის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საპილოტე პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ 2013 წელს დაიწყო, სხვადასხვა რისკების მართვა დაემატება და ინტენსიური საფუძველი შეიქმნება, რომ მეტად ხელმისაწვდომი იყოს ფერმერებისთვის. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლის მცხოვრებლებს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებები გააცნო, რომლის თანახმადაც 24 მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებს კიდევ 5 მუნიციპალიტეტი - კასპი, მცხეთა, საგარეჯო, წყალტუბო, ხაშური დაემატა. მინისტრის განცხადებით, მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მთელ რიგ დახმარებებს, მათ შორის ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემას მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობისათვის. ეს არის 2 წლიანი პროგრამა, რისთვისაც სახელმწიფო გამოყოფს 6 მილიონ ლარს.
შეხვედრა კასპის გამგეობის შენობაში გაიმართა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა