logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამების შედეგები ცნობილია
განათლების საერთაშორისო ცენტრის 2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამების შედეგები ცნობილია
17:51 27.07.2017
განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო - სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო, უნგრული და ფრანგული პროგრამების შედეგების შესახებ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე და საკონკურსო კომისიის წევრები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი ტერი ბიურტე და უნგრეთის ელჩის მოადგილე სილვია პეტო ესწრებოდნენ.
წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტუდენტების მეოთხე თაობა შეარჩია, ვისაც საშუალება მიეცემა როგორც სახელმწოფო დაფინანსების, ასევე საერთაშორისო სასტიპენდიო პარტნიორობის სქემების ფარგლებში სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი მოიპოვონ საზღვარგარეთ. 2017 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრი 200-ზე მეტ სტუდენტს მისცემს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობას. 100-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. 20-მდე სტუდენტი საფრანგეთისა და საქართველოს სახელმწიფო ხელშეკრულების სასტიპენდიო პროგრამით, 12 სტუდენტი ამერიკა-საქართველოს ფულბრაითის პროგრამის თანადაფინანსებით, ხოლო 80 სტუდენტი უნგრეთის გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.
2017-18 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამების ამოცანაა კურსდამთავრებულთა ინტეგრირების ხელშეწყობა საუნივერსიტეტო სივრცეში აკადემიური მოღვაწეობისა და საუნივერსიტეტო სწავლებაში, კვლევაში, აკადემიური სივრცის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროექტებში მონაწილეობის მიზნით.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების სრულ ან ნაწილობრივ ანაზღაურებას.
დაფინანსებული პირები იღებენ ვალდებულებას:
o სწავლის დასრულების შემდგომ წარმოადგინონ აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;.
o დაბრუნდნენ საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩნენ ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდნენ საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში;
o ცენტრის შეთავაზებით ითანამშრომლონ საქართველოში შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, აკადემიური მოღვაწეობის მიზნით.
გრანტი გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალობის პრინციპების დაცვით. გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საკონკურსო კომისია, რომელშიც არასამთავრობო სექტორის, საჯარო უწყებების და პარტნიორი საელჩოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, ცენტრის კურსდამთავრებულები შედიოდნენ.
კომისიის წევრები თითოეულ განაცხადს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად აფასებენ ელექტრონულ სისტემის მეშვეობით.
წელს შერჩეული ბენეფიციარები მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში შემდეგ ქვეყნებში ისწავლიან: აშშ, უნგრეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, იტალია, ესტონეთი, დანია, ესპანეთი, გერმანია, ჩეხეთი, კანადა, ნორვეგია, შვეიცარია.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 - 17 წლებში 500-მდე სასწავლო სასწავლო სტიპენდია გასცა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მოღვაწეობს შესაბიმის სფეროში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა