ისნის რაიონის გარკვეულ ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეტეხის, ჩეხოვის, ისნის და ფერიცვალების ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

















