კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ და
ზეგ დედაქალაქის ზოგიერთ უბანს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, დღის 12.00 საათიდან საღამოს 19.00 საათამდე, ასევე ღამის 00.00 საათიდან დილის 08.00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს. ასევე ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებსა და ბაგებს.
წყნეთს და კიკეთს 27-დან 28 ივლისის ჩათვლით წყალი მიეწოდება 12.00 სთ-დან 17.00 საათამდე;

















