logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ქართველმა ბავშვებმა ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვეს
ქართველმა ბავშვებმა ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვეს
11:27 26.07.2017
განათლების ისტორიაში პირველად, უპრეცედენტო შედეგებით ქართველი მოსწავლეების ექვსკაციანი გუნდი ბრაზილიიდან, ქალაქ რიო დეჟანეიროში გამრთული მათემატიკის 58-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017) დაბრუნდა.
მოსწავლეებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს.
მოსწავლეთა ნაკრები გუნდი დაბრუნდა ასევე ფიზიკის 48-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადიდან (IMO 2017), რომელიც ინდონეზიაში, ქალაქ ჯოკიაკარტაში გაიმართა - მსოფლიოს 88 ქვეყნიდან წარდგენილ გუნდებს შორის, საქართველოს ნაკრებმა, სამი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, რაც გასულ წელთან შედარებით ძალიან კარგი შედეგია.
მათემატიკის ოლიმპიადაში, მსოფლიოს 111 ქვეყნიდან, 615 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში მე-12 ადგილი (აქამდე საუკეთესო შედეგი 25-ე ადგილი იყო) დაიკავა, ხოლო ინდივიდუალურ შეჯიბრში - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლე ალექსანდრე საათაშვილი მე-5 ადგილზე გავიდა, რაც ასევე უპრეცედენტო და საუკეთესო შედეგია ქვეყნისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-9 კლასელი ნიკოლოზ ბირკაძის შედეგი, რომელმაც, უფრო მაღალი კლასისთვის განკუთვნილ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. გაიარა შესარჩევი ტურები, პირველად წარსდგა მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მედალოსნების სია ასეთია: ოქროს მედალი - ალექსანდრე საათაშვილი (კომაროვი, მე-12 კლასი); ვერცხლის მედლები - საბა ლეფსვერიძე, ნიკოლოზ ბირკაძე (კომაროვი, მე-11 და მე-9 კლასი); ბრინჯაოს მედალი - ირაკლი შალიბაშვილი, დავით თათოშვილი (ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი), დავით ხვედელიძე (კომაროვი, მე-10 კლასი).
გუნდს ხელმძღვანელობდნენ - ლიდერი გიორგი ჭელიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, თანალიდერი გივი ნადიბაიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასისტენტ პროფესორი; ასისტენტი უშანგი გოგინავა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი.
ფიზიკის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ - გიორგი გრიგოლია, გელა პატაშური (კომაროვი, მე-12 კლასი) და ზურაბ ჯაში (ვეკუას სახელობის №42 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი).
გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ლიდერი - გიორგი დალაქიშვილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; თანალიდერი - გრიგოლ ფერაძე ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ფუნდამენტური ფიზიკის მაგისტრანტი, ორგზის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ასისტენტი მიხეილ გაბესკირია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული დაფინანსებითა და ორგანიზებით, ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების არაერთი პროექტი ხორციელება, მათ შორისაა „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო უზრუნველყოფს პრესტიჟული საერთაშორისო საგნობრივი ოლიმპიადებისთვის საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდების ჯერ მომზადებას და შემდეგ მონაწილეობას. წელს სამინისტრო საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა