logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 დიდუბეში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
დიდუბეში ახალი საბავშვო ბაღი შენდება
12:30 24.07.2017
თბილისის მერი დავით ნარმანია დიდუბის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

ახალი, ხუთჯგუფიანი ბაღი ზუგდიდის ქუჩის N3-თან შენდება. პროექტისთვის 1 019 მ2 ტერიტორიაა გამოყოფილი.

,,კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავიწყეთ და პროცესი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს არის საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანი და, პარალელურად, შენდება სკოლაც. სკოლა და ბაღი - ერთ კონცეფციაში, ძალიან მარტივი და მოსახერხებელი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. შესაბამისად, კიდევ ერთი კარგი საქმე კეთდება უბნისთვის, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა საბავშვო ბაღის პრობლემა“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მშენებარე ბაღის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დავით ნარმანიას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მიაწოდა. მისი თქმით, დიდუბის რაიონში მოთხოვნა საჯარო ბაღებზე ძალიან დიდია, რასაც ბაღების არსებული რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს, სწორედ ამიტომ, ქალაქის გადატვირთულ რაიონში მოხერხდა გარკვეული ტერიტორიის მოძიება, სადაც ახალი, ხუთჯგუფიანი საბავშვო ბაღი აშენდება. ამავე მიზეზით, საბავშვო ბაღის პროექტი განსაკუთრებულია - ის მწვანე სახურავის პრინციპით მოეწყობა - სათამაშო მოედანი და მწვანე სივრცე შენობის სახურავზე განთავსდება.

ბაღში ერთი ბაგის და ოთხი 3-დან 6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი იქნება. დასაქმდება 35-მდე ადამიანი.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობასთან ერთად, ზუგდიდის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. 1 050 მ2 ფართობზე ასფალტის ახალის საფარი იგება. სამუშაოების დამკვეთი დიდუბის რაიონის გამგეობაა.

თბილისის მერთან ერთად, დღეს ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშილმა, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა, ირმა ზავრადაშვილმა დაათვალიერეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა