ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუაძეების ახლადაშენებულ სასოფლო კლუბში პირველი კონცერტი
გაიმართა. მაყურებლის წინაშე ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, მომღერლები"ნიკოლშოუ", დავით არჩვაძე და ტატო გაბელია წარსდგნენ.
ხულოს რაიონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას ხულოს გამგებლის მოადგილე თამაზ აბაშიძე, გამგეობის, საკრებულოს, კულტურის ცენტრის და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ დუაძეების სასოფლო კლუბი პრიორიტეტული ღონისძიების ფარგლებში გასულ წელს აშენდა, რისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 195 992 ლარი დაიხარჯა.

















