დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია
„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის IV და V მიკრორაიონების, გუდიაშვილის მოედნის, აბესაძის, ლერმონტოვის, აბო თბილელის, ტერენტი გრანელის, არაგვისპირელის, ქვლივიძის, ვერჰანის, კოტე ხიმშიაშვილის, ახოსპირელის, კუფტინის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, საიათნოვას და ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელ წავკისის, აღმაშენებლის ხეივნის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის, 12 საათიდან 13:30 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის, 14 საათიდან 16:30 საათამდე წყნეთის გზატკეცილის, 11 საათიდან 17 საათამდე კახეთის გზატკეცილის, 10 საათიდან 13 საათამდე კოსტავას I შესახვევის, ვერეს II შესახვევის და კოსტავას ქუჩის, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები.

















