logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
იუსტიციის სახლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებზე საფასურის გადახდა ოპერატორთან თიბისი ბანკის პოსტერმინალებით იქნება შესაძლებელი
იუსტიციის სახლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებზე საფასურის გადახდა ოპერატორთან თიბისი ბანკის პოსტერმინალებით იქნება შესაძლებელი
17:33 21.07.2017
დღეიდან, იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეეძლებათ. ხელშეკრულებას იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის უკვე მოეწერა ხელი.

საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე თიბისი ბანკის პოსტერმინალი განთავსდა, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის. 236 პოსტერმინალი იუსტიციის სახლს თიბისი ბანკმა გადასცა. სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურმა უზრუნველყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიმართულებით მომსახურების საფასურის გადახდა იუსტიციის სახლის 19-ვე ფილიალში ნებისმიერი ტიპის საბანკო პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი, რომლითაც დაშვებულია ანგარიშსწორება საქართველოს ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართულებით მომუშავე ოპერატორებთან თიბისი ბანკის პოსტერმინალები 2016 წლიდან არის განთავსებული. მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლში არსებული ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ მოუწევთ. მათ შეუძლიათ, თანხა უშუალოდ ოპერატორებთან ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სერვისების მიმართულებით.

„ჩვენ გავაგრძელეთ წარმატებული თანამშრომლობა იუსტიციის სახლთან და როგორც დავპირდით ჩვენს მომხმარებელს, პოსტერმინალით გადახდა უკვე სამოქალაქო რეესტრის სერვისებზეც გავხადეთ შესაძლებელი. ამით მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი ექმნებათ, მათ უკვე შეუძლიათ მომსახურების საფასური პლასტიკური ბარათით ადგილზევე გადაიხადონ ოპერატორთან, უკვე აღარ არის საჭირო თანხის გადასახდელად ბანკის ფილიალში წასვლა და რიგში ჩადგომა. თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველგან, სადაც ჩვენი მომხმარებლები არიან, რათა დავუზოგოთ მათ დრო და შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი,“ - განაცხადა ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მასურაშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა