კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ვაკის რაიონის ნაწილს, წყალმომარაგების
გაუმჯობესების მიზნით წარმოებული ტექნიკური სამუშაოების გამო წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა დილის 11:00 საათიდან, ხვალ, 22 ივლისის, დილის 08:00 საათამდე იმოქმედებს.
კერძოდ, წყალმომარაგება თამარაშვილის, მოსაშვილის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს; ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; ფალიაშვილის და აბაშიძის ქუჩების ნაწილს შეუწყდება.

















