არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
(ISFED) ევროკავშირის დაფინანსებით პროექტს - „თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით“ ახორციელებს.
პროექტი მიზნად რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების, საჯარო მოხელეებისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისათვის ადგილობრივი არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
პროექტის ფარგლებში, გამგეობის მცირე დარბაზში, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება, რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში და სხვ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები დაურიგდათ. შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.

















