„MAN“-ის მარკის ახალი ავტობუსები N24 მარშრუტსაც ემსახურებიან. N24 გლდანიდან დიღმის მასივის
გავლით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მოძრაობს.
დღეს ‘’MAN“-ის ავტობუსების დიდი დიღმის მარშრუტებზე: N14-სა და N21-ზე გაშვება იგეგმება. N14 დიდი დიღმიდან გაგარინის ქუჩით საბურთალოს უკავშირდება, ვარაზისხევიდან რუსთაველზე უხვევს და მოძრაობას ბარათაშვილის გამზირზე ასრულებს. ხოლო, N21 დიდი დიღმიდან ჯერ დიღმის მასივში გადადის, შემდეგ დიდუბეში, სადაც წერეთლის გამზირზე გაივლის და ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით ბაგებამდე მოძრაობს.

















