logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 თბილისის მერიაში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის მერიაში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
14:46 20.07.2017
დედაქალაქი მიმდინარე წლის შემოდგომაზე რიგით მე-9 თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალთან დაკავშირებით თბილისის მერიაში პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ფესტივალის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა გააცნეს. პრესკონფერენციაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამა წარადგინეს.

ფესტივალი 18 სექტემბერიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 18 სექტემბრიდან თბილისში გერმანიის, ირლანდის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის მსოფლიო შედევრები და ახალი აღმოჩენები იქნება წარმოდგენილი.

მაყურებელს შეუძლია ასევე იხილოს სახელგანთქმული კშიშტოფ ვარლიკოვსკის შედევრი „ფრანგები“ და დედ ცენტრის „ჩეხოვის ბოლო პიესა“, ლევან წულაძის და დავით დოიაშვილის იტალიასა და რუმინეთში დადგმული სპექტაკლები; ბერლინის ოქროს ეპოქის მუსიკის პერფორმანსი და წარსულისაკენ გასროლილი კითხვები- მომავლის განსზაღვრისათვის - შტოლპეშტაინე.

„ტრადიციული საშემოდგომო ფესტივალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც უკვე მე-9 წელია ტარდება, ეს ღონისძიება წელს გამორჩეული იქნება იმით, რომ ძალიან ბევრი უცხოური დასი ჩამოვა და მიიღებს მონაწილეობას ფესტივალში ადგილობრივებთან ერთად. ღონისძიებების ნაწილი გაიმართება ღია ცის ქვეშ, შემოდგომის გრილ ამინდში, ძალიან ბევრი ადამიანის ყურადღებას მიიქცევს და ჩვენი თანამოქალაქეები და ჩამოსული სტუმრები, ტურისტები ასევე ისიამოვნებენ ამ ღონისძიებებით. ფესტივალის ფარგლებში, 18 სექტემბრიდან თითქმის მთელი თვის განმავლობაში იქნება ღონისძიებები“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ასევე, ტრადიციულად, წელს ღია ცის ქვეშ მაყურებელი როკ-ბენდის და საჰაერო შოუს სინთეზს „მუარე“ -ს იხილავს (კომპანია „დუშამ პილოტი“ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი) ამწეზე დაკიდებული პერფორმერები ჰაერში სკულპტურულ კომპოზიციებს, სხვადასხვა ფიგურებს გამოსახავენ, ამ ყველაფერს კი ფონად „დიუშამ პილოტის“ ორიგინალური მუსიკა ახლავს.

2-6 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian ShowCase.

ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (2016-2017) შეჯამებაა. შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 90-მდე საერთაშორისო სტუმარს ელოდებიან.

წელს ფესტივალის კლუბი, განსაკუთრებული და მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლებს ფესტივალის მონაწილეებსა და მაყურებელს.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალმა სულ მოკლე ხანში შეძლო მოეპოვებინა საერთაშორისო პრესტიჟი, პოპულარობა და რეპუტაცია.

თბილისისთვის ფესტივალი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, კულტურული ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის; თანამედროვე მსოფლიოსთვის კი მნიშვნელოვანი კულტურული სივრცე-ადგილი, სადაც უდიდესი თეატრალური ტრადიციებისა და ამოუწურავი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება ხდება.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა