logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  უკრაინის პირველმა ლედიმ ბათუმში პროექტის - „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ ფარგლებში მყოფი უკრაინელი ბავშვები მოინახულა
უკრაინის პირველმა ლედიმ ბათუმში პროექტის - „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ ფარგლებში მყოფი უკრაინელი ბავშვები მოინახულა
13:40 20.07.2017
უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ბათუმში უკრაინის პირველი ლედიც იმყოფებოდა. მარინა პოროშენკომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად უკრაინის ომში დაღუპულთა შვილები მოინახულა, რომლებიც დასასვენებლად ბათუმში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით იმყოფებიან. დელფინების შოუზე დასწრების შემდეგ უკრაინის პირველმა ლედიმ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და რომლის ფარგლებშიც უკრაინიდან ბათუმს 10 დღით 20 ბავშვი სტუმრობს.

პროექტის მიზანია საქართველოსა და უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიის გაღრმავება, უკრაინელი და ქართველი ბავშვების დამეგობრებისა და ომის შედეგად ტრავმირებული ბავშვების ფსიქორეაბილიტაციის მხარდაჭერა.

უკრაინის მხრიდან პროექტი ხორციელდება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უკრაინელი ახალგაზრდობის მსოფლიო კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის დიმიტრი ლუბინცის მხარდაჭერით.

საქართველოში პროექტის ორგანიზატორები და პარტნიორები არიან ასოციაცია „ერთმანეთისთვის“, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ხელმძღვანელობს, საქველმოქმედო ფონდი „ალილო 2015“,საქართველოს ვეტერენთა კავშირი, ახალგაზრდების დემოკრატიული განვითარების ცენტრი „სინერგია“, კულტურულ -საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“.

პროექტის ფარგლებში ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები გაიმართა, შედგა ბავშვების ქართველ თანატოლებთან შეხვედრები და ურთიერთობა.
პროექტში მონაწილეობას იღებენ ომის ვეტერანთა შვილები და იძულებით გადაადგილებული ბავშვები ანტიტერორისტულიმოქმედებების ზონიდან. მათთვის მომზადებული პროგრამა მაქსიმალურად ითვალისწინებს აქტიური დასვენების მრავალაფეროვნებას, რაც მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და კომპანია „ორბი ჯგუფის“ ფინანსური მხარდაჭერით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა