logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ბათუმი ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ საერთაშორისო ღია თასს უმასპინძლებს
ბათუმი ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ საერთაშორისო ღია თასს უმასპინძლებს
13:34 20.07.2017
ბათუმი მიმდინარე წლის 21-23 ივლისს ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ მეხუთე საერთაშორისო ღია თასს უმასპინძლებს.
ფესტივალში მონაწილეობას 12 ქვეყნის 400-მდე მოაზროვნე მიიღებს. სახელდობრ: აზერბაიჯანი, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, ისრაელი, ლატვია, მოლდოვა, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, ჩეხეთი.

ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება „რა? სად? როდის?“ კლუბების საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, „ბროლის ბუს“ ორგზის მფლობელი - ალექსანდრ რუბინი (ისრაელი).

საქართველოს ინტელექტ-კლუბის პრეზიდენტის, გიორგი მოსიძის თქმით: „აჭარა უკვე მე-18-ედ უმასპინძლებს ინტელექტუალური თამაშების საერთაშორისო ფესტივალს. 1998-2011 წწ ტარდებოდა სამხრეთ კავკასიის ჩემპიონატი, 2012 წლიდან კი ფესტივალი გაფართოვდა და მასში ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობა. შავი ზღვის ღია თასი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალია ინტელექტუალური თამაშების სამყაროში. ერთის მხრივ, ეს სერიოზული სპორტული შეჯიბრია, რომლის ორი საუკეთესი გუნდიც „რა? სად? როდის?“ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას (ა.წ. 3-5 ნოემბერს ქ. ასტანაში (ყაზახეთი) გაიმართება); მეორეს მხრივ, ბათუმი პოპულარული კურორტია, რომელიც ფესტივალის მონაწილეებს დასვენების შესანიშნავ საშუალებას სთავაზობს“.

ღონისძიებაზე სათამაშოდ ჩამოვა მსოფლიოს არაერთი უძლიერესი მოაზროვნე. საქართველოს ღირსებას ფესტივალზე 20 გუნდი დაიცავს, მათ შორის: დავით რაფავას, ბაჩანა შენგელიას, ბესიკ ბუთურიშვილის, დავით სიჭინავასა, დავით ბაციკაძის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, ეკატერინე ჩხარტიშვილის, გარსევან ჯორბენაძის და სხვა ექვსეულები. დავით რაფავას ექვსეული მეორე ნომრადაა განთესილი და ტურნირის ოფიციალური ფავორიტია.

საკუთრივ „რა? სად? როდის?“-ის გარდა, ღონისძიების პროგრამაშია ინტელექტუალური თამაშები „Jeopardy!” და „ხამსა“. აგრეთვე, შაბათს საღამოს ფესტივალის პროგრამით გაიმართება „რა? სად? როდის?“ ტურნირი სახალისო და იუმორისტულ შეკითხვებზე. კვირას, 23 ივლისს საერთაშორისო ტურნირს „ბრეინ-რინგში“ ბათუმის ბულვარი უმასპინძლებს.

ფესტივალი ჩატარდება აჭარის ა.რ. მთვარობის მხარდაჭერითა და პირადად მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პატრონაჟით.

ფესტივალის სპონსორია - კომპანია „ფრეგო“
ფესტივალის ოფიციალური ღვინო - Dugladze Wines & Spirits
ფესტივალის ოფიციალური წყალი - ბორჯომი

პარტნიორები:
• აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
• აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი
• „ფილიპ მორის საქართველო“
• ტურისტული კომპანია „აჭარატური“
• საინფორმაციო სააგენტო „Sova News“

ფესტივალის გახსნის ცერემონია პარასკევს, 21 ივლისს 14:00-ზე სასტუმრო Euphoria Batumi Hotel-ის სააქტო დარბაზში შედგება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა