დღეიდან ბუნებრივ აირზე თბილისსა და რეგიონებში ახალი, მომატებული ტარიფი ამოქმედდება.
"ყაზტრანსგაზ თბილისის" შემთხვევაში, სამომხმარებლო ტარიფი დაახლოებით ნახევარი თეთრით გაიზარდა და შესაბამისად კუბურ მეტრზე 46.153 თეთრს შეადგენს.
რაც შეეხება რეგიონებს, აქ 41 სხვადასხვა ტარიფი იმოქმედებს. საშუალოდ რეგიონებში ბუნებრივი აირის ფასი დაახლოებით 2 თეთრით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა ორი დღის წინ მიიღო. ახალი ტარიფები მომავალი წლის ბოლომდე იმოქმედებს.

















