"უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" ნიუ-იორკის ღვთისმშობლის საფარველის ამერიკული მართმადიდებელი ეკლესიის მრევლის დახმარებით, დღეს
ლიბანის ქუჩის #33-ში მცხოვრებთათვის საქველმოქმედო აქციას მოაწყობს.
როგორც "ნიუსპრესს" "უმუშევართა კავშირიდან" აცნობეს, რამდენიმე თვის წინ ამერიკელი მეგობრების თხოვნით, ბავშვებმა საკუთარი სურვილები დაწერეს, რომელიც ქველმოქმედების საშუალებით ასრულდა.
"უმუშევართა კავშირის" ინფორმაციით, ლიბანის #33-ში - მიტოვებულ პროფსასწავლებლის შენობაში 15 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. მათ 26 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ.
"უმუშევართა კავშირი" აქციას - "შემწეობის კალათა" მომავალშიც განაგრძობს.

















