logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება
ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება
19:28 19.07.2017
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება, - მსოფლიო დონის ატრაქციის პროექტის კონცეფციის პრეზენტაციას, რომელიც დღეს გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე (280 მ) და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას. განვითარების კონცეფციის თანახმად, კაშხლის გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებისთვის.
ტურისტული ზონის სამშენებლო-ინფრასტრუქტურული მოწყობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოების შემდეგ კი დასაქმებულთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება. წინასწარი გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება.
სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის მოსაძიებლად, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის 4 სექტემბრიდან ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ტურისტული ზონის პროექტირება, რომლისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ერთ წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა