სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, ორთაჭალჰესზე ხვალ გადაუდებელ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოები ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება.
„ორთაჭალჰესზე“ ფარის სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება 1 დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს „ორთაჭალჰესის“ 1 დღიან გაჩერებას. შედეგად, თბილისში, მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.
სამუშაოების დასრულებისთანავე, „ორთაჭალჰესის“ სამუშაო პროცესი ჩვეულ რეჟიმში აღდგემა.

















