logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  აჭარაში ადგილობრივ სამთო გიდებს სერთიფიკატები გადაეცათ
აჭარაში ადგილობრივ სამთო გიდებს სერთიფიკატები გადაეცათ
11:38 19.07.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სამთო გიდებს სერთიფიკატები ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, მაქსიმ სტეპანოვთან ერთად საზეიმო ვითარებაში გადასცა.

60-მა ადგილობრივმა გიდმა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გაიარა.
„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე უნდა იყოს მოწადინებული ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. მე პირადად ვარ გიდი, რადგან ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის წარმატებას. რაც უფრო მეტი გადამზადებული და კვალიფიციური გიდი გვეყოლება, მით უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში. პროექტი მნიშვნელოვანია იმ მიმართულებითაც, რომ ჩვენ გვჭირდება ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება. ამისთვის საჭიროა პროფესიონალი გიდები სამთო მარშრუტებზე, დაცულ ტერიტორიებზე, რეგიონის ღვინის მარშრუტებზე და სხვა მიმართულებით. გიდმა გულით უნდა მოუყვეს ტურისტებს ყველა საინტერესო ამბავი, ისტორიული მოვლენა, აღწეროს გეოგრაფიული ადგილები ისე, რომ მათ კვლავ მოუნდეთ ჩამოსვლა და შეუყვარდეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი რეგიონი“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ სერთიფიკატებით დაჯილდოების ღონისძიების დასრულების შემდეგ.
დაჯილდოების ღონისძიებას ტურისტული სააგენტოების, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები დაესწრნენ.
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში დამწყებ და მოქმედ გიდებს ტრენინგები 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ჩაუტარდათ. გიდებმა 2 თვის განმავლობაში მაჭახელას და მაჭახელას დაცული ტერიტორიის, ქედის ღვინისა და მერისის, მაღალმთიან აჭარაში ჩირუხი, სხალთა - ხიხანი, გოდერძი, მწვანე ტბის მარშრუტი და დაცული ტერიტორიებისა და ფრინველებზე დაკვირვების მარშრუტები შეისწავლეს.
ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში პირველ ორ კვარტალში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა.
მთიან აჭარაში ტურიზმში დასაქმებულ ადამიანებს ინტენსიური ტრენინგები წელს პირველად ჩაუტარდათ, რაც 207 საოჯახო-სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტის მეპატრონეთა გადამზადებას ითვალისწინებდა.
ბათუმში ტრენინგ-კონსულტაციები 100-მა ადამიანმა გაიარა. მათ შორის წელს პირველად 16 გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“ წელს დაიწყო. პროექტის მიზანი რეგიონში, განსაკუთრებით კი მთიან აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაა.
წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში ტრენინგები დამატებით ტურიზმში დასაქმებულ 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა