შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა
გულიაშვილთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს მოხისი-კოდავარდისუბნის,ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრებისა და გვერძინეთი-ქოზიფის გზების ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.ასევე შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე გაეცვნენ სოფლებში არსებულ მდგომარეობას.

















