შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა
გულიაშვილთან ერთად სოფელ ქვენატკოცაში მინი სტადიონის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა და გამოყოფილ იქნა თანხა 43 434 ლარი.მინი სტადიონით ისარგებლებს სოფელ ქვენატკოცის 3200 მოსახლე.სამუშაოებს ასრულებს შპს „თურმანიძე 777“.

















