შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა
გულიაშვილთან ერთად სოფელ ზემო ხვედურეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება. სოფელ ზემო ხვედურეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოიცავს:სახურავის მოწყობის,ეზოს კეთილმოწყობის და შიდა სარემონტო სამუშაოებს.აღნიშნული საბავშვო ბაღი მოემსახურება ხვედურეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ხუთ სოფელს (ზ/ხვედურეთი,ჭანდრები,ხეობა,ღვლევი, ქვენაფლავი). სამუშაოებს ასრულებს შპს „ახალი სამშენებლო“.პროექტი დასრულება 2017 წლის ივლისში.

















