logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერმა პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ერთი თვის ანგარიში შეაჯამა
თბილისის მერმა პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ერთი თვის ანგარიში შეაჯამა
19:18 18.07.2017
დავით ნარმანიამ 26 მაისის მოედანზე სამუშაო შტაბში გამართულ შეხვედრაზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთი თვის ანგარიში შეაჯამა. შეხვედრაზე თბილისის მერმა შესაბამისი კომპანიებისა და სამსახურების წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრა.
რეაბილიტაციის პირველი თვის განმავლობაში სამუშაოები დამკვეთთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით და ვადების ზუსტი დაცვით ჩატარდა.
„შევაჯამეთ პირველი ერთი თვე, რომლის ფარგლებშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულდა. პეკინის ქუჩის მარცხენა მხარეს კომუნიკაციებთან დაკავშირებული ყველა ძირითადი სამუშაო შესრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის პირველი ფენის დასაგებად, რომლის შემდეგაც გადავდივართ მარცხენა მხარეს. მნიშვნელოვანია, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა, რომელიც ძალიან იყო დაზიანებული და სამი-ოთხი ათეული წლის განმავლობაში არ იყო გამოცვლილი, სრულად აღდგენილია. ეს კი ერთგვარი გარანტიაა იმის, რომ გზის საფარი დიდი ხნის განმავლობაში იქნება მყარად. მოსახლეობა გაგებით ეკიდება 24 საათის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოებს, რისთვისაც მათ და მძღოლებს, რომლებიც ერიდებიან ამ მიმართულებით გადაადგილებას, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, პეკინის ქუჩის სხვადასხვა სარეაბილიტაციო უბანზე მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა GWP-ს მაგისტრალურ მილსადენებს. ამ დროისთვის პეკინის ქუჩაზე შეცვლილი და აშენებულია 35 ცალი ახალი წყალმიმღები ჭა და შესაბამისი დაერთებები ცენტრალურ კოლექტორთან. ცენტრალურ კოლექტორზე შეიცვალა 5 სათვალთვალო ჭა. ამასთან, სარეაბილიტაციო ტერიტორიის 90%-ზე დასრულებულია ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი.

პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო. მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის რეაბილიტაციას საკუთარი ხარჯებით თავად კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდეს. რეაბილიტაციის პროცესის ოპერატიული მართვა 26 მაისის მოედანზე მოწყობილი შტაბიდან ხორციელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა