სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, რეკომენდაციების ადრესატები სახელმწიფო უწყებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედიაორგანიზაციები არიან.
პრეზენტაციას საქართველოს სახალხო დამცველი, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რელიგიათა საბჭოს წევრები დაესწრებიან.

















